თავის დროზე ზელენსკი ღადაობდა ჩვენს უბედურებაზე, საქართველოს დროშით ხელში! ამაზე აღშფოდით ვინმე?!! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის კადრები ბანერებზე - ეს ხომ უშველებელი განცდის და ტკივილის გამოხატულებაა! რაც არ გვინდა, რომ საქართველის დაატყდეს თავს, როგორც ამას ზელენსკი და სხვები ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ. თავის დროზე კი ასე ღადაობდა ჩვენს უბედურებაზე, საქართველოს დროშით ხელში! ამაზე აღშფოდით ვინმე?!!“ - წერს გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო ბანერებზე.