რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ხარკოვში ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქის კერძო სექტორი მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს.
„დაშავებულია ხუთი ადამიანი. ერთ-ერთი ბომბი კიევის რაიონში კერძო სექტორში ჩავარდა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი სამეურნეო შენობა. გაჩნდა ხანძარი“, - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამაში დაწერა, რომ ექიმებმა სასწრაფო დახმარება გაუწიეს ოთხ დაზარალებულს.
რუსი სამხედროებს ხარკოვზე მორიგი დარტყმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.