აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2025 წელს ამერიკა მხარს დაუჭერს F-16-ის ტიპის გამანადგურებლის კიდევ 18 უკრაინელი პილოტის მომზადებას .
„უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მე მივმართე თავდაცვის სამინისტროს გააფართოვოს უკრაინელი F-16-ის მფრინავების მომზადება, მათ შორის მომავალ წელს დამატებით 18 პილოტის მომზადების მხარდაჭერის გზით“, - განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა თეორიული წვრთნა F-16-ს გამანადგურებელზე რუმინეთში დაიწყო. პრაქტიკული წვრთნის დაწყებას კი მომდევნო რამდენიმე თვეში შეძლებს.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა კი განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლომდე დანიური F-16-ის გამანადგურებლების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.