"რესპუბლიკურ პარტიასა" და თბილისის მერიას შორის დავა სასამართლოში გრძელდება.
ამჯერად კონფლიქტის მიზეზი მხოლოდ ხიდაშელის სარჩელი არ არის, რომელიც კომუნალური გადასახადების გაძვირებასა და სარეკლამო კომპანია "აუთდორ ჯის" საქმიანობას ეხება. ხიდაშელი სასამართლოსთვის მერიის მიერ გაგზავნილმა წერილმაც აღაშფოთა, რომელშიც "რესპუბლიკელების" ლიდერი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრად არის მოხსენიებული.
ხიდაშელი აღნიშნულს არა მარტო მის შეურაცხყოფად, არამედ სასამართლოს უპატივცემულობადაც აფასებს.
"შეპაუხება ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებზეა აწყობილი, რომლებიც თბილისის მერიისგან არ მომითხოვია. იმედი მაქვს,რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს. ეს შეურაცხყოფაა არა მარტო ჩემი, არამედ პროცესის, რომელიც იმართება და ადეკვატურ გადაწყვეტილებას გამოიტანს", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.