რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დარტყმების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, 16 კი დაშავებული. ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, დონეცკის რეგიონულმა პროკურატურამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ორი დაღუპულისა და 16 დაჭრილის შესახებ. უწყების თქმით, ავიადარტყმები 15:40 საათზე განხორციელდა კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილში.
„საცხოვრებელ კორპუსებში ჩამტვრეულია კარ-ფანჯარა, დანგრეულია აივნები. ასევე დაზიანებულია მაღაზიები და მანქანები“, - აცხადებენ პროკურატურაში.