აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელდა.
თუ როდის გაიმართება ორპარტიული კანონპროექტის მოსმენა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. დოკუმენტი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.