ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას საერთო ქვითრის შემოღებასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი არ ეთანხმება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, გადასახადების გადახდა უკანონობა არაა.
"არა მგონია, უკანონო იყოს იმ გადასახადების გადახდა, რაც აბონენტმა მოიხმარა. ეს ადამიანის ვალდებულებაა,"_აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საერთო ქვითრის შემოღება მოსახლეობის ყვლეფად, ხოლო კომპანია "თელასი" მიხეილ სააკაშვილის პირად ბანკად მოიხსენია. მისი თქმით, რუსულ კომპანია თელასს იგივე ბედი ელის, რაც ამერიკულ კომპანია
"ე-ი-ეს თელასს." ამასთან, ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც 26 ათასი მდინარეა, მოსახლეობას წყალი უფასოდ უნდა მიეწოდებოდეს.