აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის ომში "ჩარჩენილია" და მხოლოდ მისი გამარჯვება მისცემს მას იქიდან "გამოსვლის" საშუალებას.
ტრამპმა კვლავ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ომს მოაგვარებს და დაასრულებს ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, რადგან მსოფლიო ძალიან ახლოს არის მესამე მსოფლიო ომთან.
"ბაიდენმა და კამალამ ჩაგვითრიეს უკრაინაში მიმდინარე ომში, ახლა კი იქიდან ვეღარ გამოვყავართ . მე ვაკვირდებოდი მათ: "ჩვენ გამოვალთ, გამოვალთ, გამოვალთ". ის {ბაიდენი} უკვე სამი წელია ამას ამბობს“, - დასძინა ტრამპმა.
"მაგრამ ჩვენ ამ ომში ვიქნებით ჩარჩენილი, ვიდრე მე არ ამირჩევენ პრეზიდენტად. მე მოვახერხებ მოლაპარაკებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ", - თქვა ტრამპმა
ამის შემდეგ ტრამპმა გაიმეორა არაერთხელ უარყოფილი თეზისი, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა „თითქმის 300 მილიარდი დოლარი“, ხოლო ევროპას „ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი“. და მან დაადანაშაულა ბაიდენი იმაში, რომ არც კი ცდილობდა სიტუაციის შეცვლას.
„როგორ ფიქრობთ, ბაიდენს არ სძინავს ღამით, ფიქრობს თუ როგორ ვაიძულებთ ევროპას გადაიხადოს? არა, მას სძინავს“, - თქვა ტრამპმა.