უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მომავალ კვირაში უნგრეთში ჩავა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ბუდაპეშტს ეწვევა, რადგან უკრაინულ მხარესთან არსებობს დაუსრულებელი დავა უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით.
ბუდაპეშტის განცხადებით, ადრე უკრაინელ უნგრელებს შეეძლოთ უნგრულად სწავლა დაწყებით და საშუალო სკოლაში, მისი დამთავრება და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უნგრულ ენაზე, მაგრამ ახლა, მე-4 კლასიდან, მათ ეს უფლება ჩამოერთვათ.
სიიარტომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.