ხარკოვზე რუსული დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. მანამდე, ოკუპანტებმა რვა FAB-500-ის ტიპის საჰაერო ბომბი გაუშვეს ქალაქის საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ოთხი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა ხარკოვში კიევკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებიან უკრაინას, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე რუსეთის თავდასხმებისგან.
„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ბევრს საუბრობენ უსაფრთხოებისა და მომავლისთვის კოლექტიური ძალისხმევის შესახებ. მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა შევაჩეროთ ტერორი, რთა გვქონდეს უსაფრთხოება. რათა იყოს მომავალი. რათა რუსეთმა შეაჩეროს ეს თავისი დანაშაულებრივი და არაპროვოცირებული აგრესია, რომელიც არღვევს ყველა გლობალურ წესრიგს“, - განაცხადა ზელენსკიმ.