საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ლიტვაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ბარამიძე ლიტვის პრემიერ-მინიტრს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს და სეიმის ვიცე-სპიკერს შეხვდა.
მან ასევე მოლაპარაკება გამართა ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაშიც დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ლიტვა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა და ნატო-ში საქართველოს მოკავშირეა. ლიტვა ერთ-ერთი პირველი მეგობარი სახელმწიფო იყო, რომელმაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ღიად გააპროტესტა.
გიორგი ბარამიძე ვილნიუსში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ვიცე-პრემიერის ვიზიტი ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღის 20 წლის იუბილეს დაემთხვა.