აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია ძველით ახალ წელს დიღომში, ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქრურ ჩასახლებაში, ერთ-ერთი დევნილის მანანა ბერაიას ოჯახში შეხვდა.
დევნილებს დღესასწაული ბარამიასთან ერთად მომღერალმა ეთერ კაკულიამაც მიულოცა. აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა და აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.