წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის კომპანიები და ის ბიზნეს ორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომლებიც ფულს სწირავენ მმართველ პარტიას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველებზე განაცხადა.
„წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის კომპანიები და ის ბიზნეს ორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომლებიც ფულს სწირავენ მმართველ პარტიას.“ - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველებზე
ვასო ურუშაძის განცხადებით - „სახეზეა პოლიტიკური კორუფციის მტკიცებულებები. წლებია ივანიშვილის მაფიოზური კლანური მმართველობა აყალიბებს კორუფციულ პირამიდას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის კომპანიები და ის ბიზნეს ორგანიზაციები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, იგებენ ტენდერებს, შეუძლიათ დაარღვიონ ყველანაირი პირობა, მათ წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ მოქმედებს, არანაირი საქმის აღძვრა, არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება მათ წინააღმდეგ, ისინი იგებენ ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, შეუძლიათ მიიტაცო სახელმწიფო ქონება, მიწები, შენობა-ნაგებობები, გაძარცვონ მთელი სახელმწიფო რესურსი, სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამე არის საჭირო - ფული შესწირონ მმართველ პარტიას. ერთია, რომ ისინი არაფორმალურ გარიგებაში იმყოფებიან ჩინვნიკბთნ და კორუფციული ინტერესები აქვთ საერთო და მეორეა ის, რომ ფორმალურად სწირავენ ფულს მმართველ პარტიას და არცერთი შემახვევა არ ფიქსირდება, როდესაც კერძო სექტორი, რომელიმე ბიზნესი ფულს წირავს ოპოზიციურ პარტიას, რაც არის დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი, ყველაფერი მხოლოდ ერთ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ ემსახურება.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.