საქართველოს ეროვნულ ბანკს მალე ახალი ლოგო ექნება. სებ-მა ლოგოს დიზაინის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოაცხხადა, რომლის მიხედვითაც•ლოგო საქართველოს ეროვნული ბანკის მისიას და ღირებულებებს უნდა გამოხატავდეს. კონკურსის შედეგების კი საჯარო ცნობილი გახდება არაუგვიანეს 2011 წლის 15 თებერვლისა.
დაინტერესებულმა პირებმა, სებ-ში საკონკურსო წინადადებები 4 თებერვლის 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. მისამართზე: ქ. თბილისი ლეონიძის ქ.N3/5, სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი.
წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას დალუქულ კონვერტში. კონვერტის მარკირება უნდა შეიცავდეს: კონკურსის დასახელებას; კონკურსის მონაწილის დასახელებას ან სახელსა და გვარს.
კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ლოგოს ესკიზის რამდენიმე ვარიანტი; კონკურსის შედეგების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2011 წლის 15 თებერვლისა;
საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს: ლოგოს ვარიანტების ესკიზებს ელექტრონული სახით. თითოეული ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე ფაილად; ლოგოს ვარიანტების ესკიზებს ფერადად ამობეჭდილი სახით (ფორმატი A4); მოხსენებით ბარათს ძირითადი იდეის/კონცეფციის აღწერით; კონკურსის მონაწილის სრულ რეკვიზიტებს;
იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელებას, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს, ხელმძღვანელის თანამდებობას, სახელსა და გვარს, საკონტაქტო ტელეფონებს, ელ. ფოსტის მისამართს, საიდენტიფიკაციო კოდს, სრულ საბანკო რეკვიზიტებს;