ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტ სააკაშვილს სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველების მიმართ კონსტიტუციური ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
"პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტიაა და მაშინ, როდესაც ევროპული საქართველოს იმიჯის შესაქმნელად მისი ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარი კონცერტებისთვის იხარჯება, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოლოდინში 15 ქართველი მეზღვაური სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება. მინდმა მივმართო პრეზიდენტს _ ბატონო პრეზიდენტო თქვენი დუმილი კლავს", - განუცხადა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს და აქვე ქვეყნის პირველ პირს კონსიტუციური ვალდებულების შესრულებისა და ქართველების დასახსნელად "ყველაფრის" გაკეთებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობაში საქართველოს 15 მოქალაქე უკვე
ხუთი თვეა იმყოფება.