მახაჩკალაში, ბოევიკების წინააღმდეგ სპერეცოპერაცია მიმდინარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმის წევრებს მრავლსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში ბლოკირებული ჰყავთ ორი ბოევიკი, ასევე ერთ-ერთ მათაგანის ცოლი.
მილიცია ორი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ მებრძლოები ჩაბარებოდნენ, თუმცა მათ დანებებაზე უარი თქვეს, ასევე უარი თქვა მათთან მყოფმა ახლაგაზრდ ქალმა ბინის დატოვებაზე.
სპეცრაზმი ცდილობს ბინაში გამაგრებული მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებას და მისი შტურმით აღებას.
დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.