გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინის მიერ გერმანული იარაღის გამოყენებას.
ამის შესახებ შოლცმა ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ განაცხადა.
შოლცმა თქვა, რომ გერმანიის მთავრობამ მიიღო „რამდენიმე გადაწყვეტილება“ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
მათ შორის არის ის, რომ გერმანია არ გააუქმებს შეზღუდვებს რუსეთის ტერიტორიაზეიარაღის გამოყენებაზე.
„ეს არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები“, – თქვა კანცლერმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი არ მიაწვდის უკრაინას შორი მოქმედების იარაღს, მიუხედავად ნატო-ს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა.