უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზოდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, რეალურად არ იცის როგორ დაასრულოს ომი უკრაინაში, თუნდაც „მას ეგონოს, რომ ამის გაკეთება შეუძლია“. ამის შესახენ ზელენსკიმ The New Yorker -თან ინტერვიუში განაცხადა.
”ამ ომში ხშირად ხდება, რომ რაც უფრო ღრმად იყურებ მას, მით უფრო ნაკლებად გესმის,” - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ნახა „ბევრი ლიდერი, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იცოდნენ, როგორ დასრულებულიყო ეს {ომი} ხვალვე, მაგრამ როცა უფრო ღრმად შევიდნენ დეტალებში, მიხვდნენ, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია“.