უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლობის საკომუნიკაციო სამმართველო ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლესიეს საჰაერო-სადესანტო ძალების 95-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს.
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“,- ნათქვამია განცხადებაში.
მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ჭრიან სამხედროები გასასვლელებს საინჟინრო ზღუდეებში და როგორ შედიან საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები მტრის ტერიტორიაზე. ასევე ვიდეოში ჩანს შეტაკებები საზღვრისპირა ზოლში.
სამხედროები არ აკონკრეტებენ, რუსეთის ფედერაციის საზღვრის რომელი მონაკვეთზეა საუბარი.