საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აუცილებელი იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა.
„მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში ომის შემდეგ“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, საჭიროა ევროპის ახალი ფორმით და ახალ რეალობაში წარმოადგენა, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას.
”ეს უდავოდ არის დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩვენი ამჟამინდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა, რადგან იგი ჩაფიქრებული იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და, შესაბამისად, არ გააჩნდა პრობლემები, რომლებიც შემდგომში გაჩნდა და გახდა დომინანტური“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.