აზერბაიჯანმა ევროპის ქვეყნების გაზით გრძელვადიან უზრუნველყოფაზე ხელშეკრუელბა გააფორმა.
ერთობლივ დეკლარაციას ხელი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბარუზომ მოაწერეს.
ამ ეტაპზე გაზის მოწოდების ოდენობა და სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, როგორც ბარუზო აღნიშნავს, გაზის რაოდენობა მნიშვნელოვანი იქნება.
აღნიშნულულ საკითხებზე მოლაპარაკება მხარეებს შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში შედგა, სადაც ბარუზოს ენერგეტიკული საკითხებში ევროკავშირის კომისარი გიუნტერ ოტინგერიც ახლადა.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს აზერბაიჯანი 30 მლრდ კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს, რომელიც 2018 წლისთვის 80 მლრდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.