ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ზაპოროჟიეს სამმართველო იუწყება, რომ დარტყმების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
პოლიციამ მანამდე განაცხადა, რომ დარტყმები ექვსი რეგულირებადი ავიაბომბით - განხორციელდა ქალაქ ზაპოროჟიესა და ოლქში გვიან საღამოს. იერიში დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში გაგრძელდა და დაზიანდა ინფრასტრუქტურის ნაწილი.
ზაპოროჟიის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა თავდაპირველად ხუთი დაშავებულის შესახებ განაცხადა. ორშაბათს დილით მან Telegram-ზე დაწერა, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.