რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში 2028 წელს კენჭისყრას აღარ აპირებს. იუწყება Reuters
შეკითხვაზე, ოთხის წლის შემდეგ ხედავს თუ არა საკუთარ თავს საპრეზიდენტო არჩევნებში, 78 წლის ექსპრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არ ვხედავ. ვფიქრობ, რა მოხდება, საერთოდ ასე არ ვხედავ."
„იმედი მაქვს, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, - დასძინა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი იყო შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017-დან 2021 წლამდე. ის იყრიდა კენჭს 2020 წლის არჩევნებშიც, თუმცა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ დამარცხდა.
12 სექტემბრის მდგომარეობით, ეროვნულ დონეზე დემოკრატების კანდიდატი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტული პუნქტით უსწრებს. [კამალა ჰარისი - 47%; დონალდ ტრამპი - 42%].