მოსკოვში მობილიზებულთა ცოლებმა და დედებმა თავდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ქმრებისა და შვილების დემობილიზაცია მოითხოვეს.
ისინი მოითხოვდნენ შეხვედრას თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან, ასევე ნათესავთა დემობილიზაციას და მათ სახლში დაბრუნებას.
OVD-Info-ს ინფორმაციით, აქციაზე დაწყებისთანავე 20-მდე ადამიანი მივიდა. მონაწილეები იდგნენ პლაკატებით, რომელზეც ეწერა: „დემობილიზაცია“.
მალევე პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა.
პოლიციამ აქციის დაწყებამდე ასევე დააკავა გამოცემა
სოტა ვიჟენის“ (SOTAvision) ორი ჟურნალისტი, რომლებიც აქციის გაშუქებას აპირებდნენ.
2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად .
მობილიზაციის პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.