საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირების მიზნით ვიდეორგოლების დამზადებაზე 6 300 000 ლარი დაიხარჯა.
შესაბამისი ინფორმაცია "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა ნოდარ ჯავახიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა.
მისივე განმარტებით, თანხა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო.
"6 300 000 ლარიდამ 1 150 000 ლარი სარეკლამო რგოლებისა და კლიპების გადაღებას, 4 194 000 ლარი კი მათ ადაპტაციასა და მონიტორინგს მოხმარდა, აქედან 1 085 000 ლარი მხოლოდ კლიპების უკრაინის ტელეარხებზე განსათავსებაზე დაიხარჯა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.