რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა იხუმრა, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საუბრობდა.
სექტემბრის დასაწყისში პუტინის განცხადებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისის მხარდაჭერის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ბოსი ხუმრობს.
„...ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ის ხშირად გაიხუმრებს ხოლმე”, - თქვა
„მე ვერ ვხედავ განსხვავებას შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასა და მომავალ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში...
საბოლოოდ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნოთ, ჩვენს ისტორიაში აღარასოდეს დავეყრდნობით იმას, რომ „კარგი ბიძა“ მოვა თეთრ სახლში ან სხვა დასავლურ დედაქალაქში და ყველაფერი გამოვა“, - განაცხადა ლავროვმა.
სექტემბრის დასაწყისში პუტინმა თქვა, რომ მისი ფავორიტი აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან რბოლა დატოვა, მხარი კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა დამას რუსეთიც დაუჭერს მხარს.