სანქციები სულ უფრო და უფრო უახლოვდება პირს, რომელიც ამ აისბერგის სათავეში ზის. ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბერს შეუძლია, საკუთარ ქვეყანას თავიდან ააცილოს სანქცირებული ოლიგარქის პირობებში ცხოვრება და ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებიდან გაუშვას.
„სანქციები გრძელდება, სანქცირებულთა სია ფართოვდება, თნამდებობის პირებიც ემატებიან და სანქციები სულ უფრო და უფრო უახლოვდება პირს, რომელიც ამ აისბერგის სათავეში ზის. ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ამიტომ, გამორიცხული, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილოთ ივანიშვილის სანქცირება. თუმცა, კარგი ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას თავიდან ააცილონ სანქცირებული ოლიგარქის პირობებში ცხოვრება და ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბერს ოლიგარქის გაშვება ხელისუფლებიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები შეიმუშავა.