რუსეთის არმიამ მართვადი ბომბების გამოყენებით უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბა.
როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამ-არხზე წერს, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. რვა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჭურვი სამედიცინო დაწესებულების მახლობლად ჩავარდა.
ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვოლოდიმირ ტიმოშკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე სავარაუდოდ საავადმყოფო იყო.