უკრაინული მედიის ცნობით, 21 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები.
კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, 3 კი დაჭრილია. მათ შრის ბავშვები. ნანგრევების ქვეშ სავარაუოდ ხალხია მოყოლილი.
ვილკულმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული იყო ყველა სამაშველო, კომუნალური და სამედიცინო მომსახურება.
ქალაქში იქმნება დახმარების შტაბი.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ცნობით, დაღუპულთა შორის 12 წლის მოზარდია.