მან დასვა წერტილი! გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი ფორმულირება, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მგონია რომ სპეცოპერაციას ჰგავს, ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საგანგებო ბრიფინგზე, ხაზარაძემ თქვა, რომ "ზუსტად 9 პუნქტზე იყო მოლაპარაკებები, რომელზედაც გიორგი გახარიასთან შეთანხმება შედგა".
„გუშინ ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა ქალბატონ პრეზიდენტთან და საზოგადოებისთვის გაგვეცნო პირველი ოცეული. ცუცქირიძის ინტერვიუს მოყვანა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად, არასერიოზულია“- განაცხადა"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა.
მისივე თქმით, სპეკულაციებში არ შევა.
„არ ვუპასუხებ ქვეტექსტებს, რომელიც "ოცნების" სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს, რაღაც უხეში ეპიტეთები. ახლა მაგის დრო არ არის“, - თქვა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გახარიას სიაში მათ ნაცლად ახალგაზრდების შეყვანა შესთავაზა.
„მე მას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია, ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი.
თუმცა, მერე მივხვდი გუშინდელ შეხვედრაზე, რომ მან შეიძლება ჩათვალა, თითქოს ვიღაცას უნდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ კი ბატონო, როგორც კომპრომისი, მზად ვარ, რომ ეს პუნქტი შევცვალოთ და გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს, რომ იყოს სიაში, იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად’, -განაცხადა ხაზარაძემ