გერმანიაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოები აღმოაჩინეს.
საუბარია 12-წუთიან პიესაზე, სახელწოდებით "Serenate ex C", რომელიც დაწერილი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ მოზარდობაში.
ნაწარმოები ინახებოდა ლაიფციგის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში სხვა ფურცელებთან ერთად და აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული კიოხელის კტალოგის ხელახალი გამოცემის მომზადების ფარგლებში. კატალოგი მოიცავს მოცარტის ნამუშევრების სრული სიას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პიესა ახალგაზრდა გენიოსმა დაწერა 1760-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის 10-დან 13 წლამდე იყო.
კომპოზიცია ძალიან ჰგავს მოცარტის ნაწარმოებებს, მაგრამ ჯერჯერობით მისი ავტორობა 100 პროცენტით არ არის დადასტურებული.
21 სექტემბერს მაწარმოებს ლაიფციგის ოპერის თეატრში ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენენ.