აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კამალა ჰარისი არჩევნებს მოიგებს, ისრაელი, სავარაუდოდ, ორ წელში აღარ იარსებებს.
„მე თუ არ მოვიგებ ამ არჩევნებს, ებრაელი ხალხი ამაში ნაწილობრივ დამნაშავე იქნება, რადგან 60% თუ ხმას აძლევს მტერს, ჩემი აზრით, ისრაელი ორ წელიწადში შეწყვეტს არსებობას“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი გულისხმობდა გამოკითხვას, რომლის თანახმად, ამერიკელ ებრაელებში კამალა ჰარისი 60%-ით ლიდერობს.