შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროკავშირმა პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
ნამდვილად შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა (მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება), რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.
ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.
ასე გვინდა მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. {ფორმულას თარგმანი}
გამოცემა Politico-მ ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს.