მთავარი საკითხი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დგას, ეს არის გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული გზა, გადავარჩინოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში სწორედ პროდასავლური ძალები მვიდნენ.
„ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი ამოცანა იყო, არის და რჩება რუსი ოლიგარქის მმართველობის ცვლილება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საქართველოს დაბრუნება ევროპული განვითარების გზაზე, რომელი გზის ჩასაკეტად და გასამრუდებლადაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ატარებდეს რეფორმებს ახალი ხელისუფლების პირობებში და ძლიან სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეეზღუდოს წვდომა იმ სიკეთეებზე, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხი ამ ძალიან დამაზიანებელი მოქმედებებისთვის, რომელიც რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა, ამაზე პასუხი უნდა აგონ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა და თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სარგებლობა ყველა იმ სიკეთით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციით, რომელიც მოდის ევროპიდან და ევროკავშირიდან.
მთავარი საკითხი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დგას, ეს არის გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული გზა, გადავარჩინოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტი მატერიალური სიკეთის, საგანმანათლებლო პროექტის, ჯანდაცვის მიმართულებით თუ სხვა პროექტებზე ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა, რომლებიც ახლა „ქართული ოცნების“ დამსახურებით არის შეჩერებული.
ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სულ რაღაც 36 დღეში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ის არასწორი კურსი, რომელსაც დაადგა „ქართული ოცნება“ და რომელიც აზიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ვერდიქტით და იმისთვის, რომ ძალიან სწრაფი მოლაპარაკება დაიწყოს საქართველოს გაწევრიანებაზე. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იყოს შეფერხებული, რასაც „ქართული ოცნება“ უქმნის საფრთხეს. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და პროდასავლური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, რომ მოქალაქეებმა არ მიიღონ ზიანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გამოცემა Politico-მ ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს.