„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში.
მისი თქმით, ივანიშვილის მცდელობას ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ.
„სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ -- მივესალმები და ვიზიარებ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ.
"ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი, ღიაა პარტია "ახaლისთვის" და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის.
ჩვენ მზად ვართ სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ხელით ჩაამატა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია.
ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.