ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე განაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 32.3%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.9%
გახარია - საქართველოსთვის - 10.5%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.3%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 6%
ლეიბორისტული პარტია - 5.1%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%
ჩვენ - დავით ქაცარავა - 1.5%
სხვა პარტიები - 0.8%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-15 სექტემბრის შუალედში.