უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მხრიდან სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 პირი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმა სუმში მდებარე გერიატრიულ პანსიონატზე მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა.
არსებული ონფრმაციით, პანსიონატში 221 ხაბდაზმული ცხოვრობდა.
დაწესებულებაში იმყოფებოდნენ მწოლიარე პაციენტები. ისინი სასწრაფოდ გაიყვანეს შენობიდან და დახმარებას გარეთ, ეზოში უწევდნენ.
სუმის ოლქის ადმინისტრაციის ელმძღვანელის ვოლოდიმირ არტიუხის თქმით,
ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ჰოსპიტალიზებულია. მისივე თქმით, ნაწილობრივ დანგრეულია ტექნიკური და მეხუთე სართულები.