„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, მას და მის თანაგუნდელებს დღეს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, როდესაც 50-მდე ქართული ოცნების წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს, ფიზიკურად შემეხნენ მეც.
მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუსის აგენტი, 20 ლარიანი. ის წინა წლებშიც მონაწილეობდა ესე, ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ესეთი პროვოკაციებისთვის და რეალურად ეს არის, რაც მოაწყვეს და ეს არის, რაც შეუძლიათ მხოლოდ - ფიზიკური დაპირისპირება, მუქარა, ხელის გარტყმა.
ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც და მოვუწოდებ ახლა შსს-ს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს". - განუცხადა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის დროს დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.