"ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძე თსუ-ის პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს ისეთი კამპუსები, როგორიც ევროპის ქვეყნებშია
"ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ყველაზე კარგად ვიცით ქართველ სტუდენტთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. უკვე ვისაუბრეთ, რომ ბინის ქირა ძალიან მაღალია და მის დასაფარად სტუდენტებს უწევთ მუშაობა, რათა ჰქონდეთ ქირის გადახდისა და ელემენტარული ცხოვრების საშუალება, ხოლო ძალიან ბევრი მუშაობა არ აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესად ისწავლონ. აღსანიშნავია ასევე სატრანსპორტო პრობლემები, მაგალითად, მაღალი ქირების გამო, ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი რუსთავში ცხოვრობს და რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა ძალიან ძნელია.
ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან რაც არის, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნილებას. სტუდენტებს უნდა შეეძლოთ, რომ უფრო მობილურები იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც მათ ექნებათ ღირსეული პირობები და არ დაეძინებათ ლექციების მიმდინარეობისას", - განაცხადა ბაქრაძემ.