აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მომავალ კვირას შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავა. იუწყება Reuters
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა ზელენსკის, ტრამპმა უპასუხა: „ალბათ დიახ“.
ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა.
ზელენსკიმ მანამდე ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ გეგმას აშშ--ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენდა, სავარაუდოდ მაშინ, როცა იგი მომდევნო კვირას გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებს დაესწრება.