პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა მიმდინაროებს.
გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
მანამდე კი იყო კიდევ პირისპირ მოლაპარაკებები ხაზარაძესა და გახარიას შორის.
შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პარტიების გაერთიანებაზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.