გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქ სუმის ენერგეტიკულ ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანეს “შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცმობით, ეს არის მეორე ასეთი თავდასხმა ორ დღეში.
„მტრის თავდასხმების შედეგად რეგიონის ენერგეტიკული სისტემა დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.მომხმარებლებს სთხოვენ შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით პიკის საათებში“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, სუმის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა დრონებით მასირებული დარტყმის შესახებ სუმის რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები კი (წყალმომარაგება, საავადმყოფოები და სხვა) დაკავშირებული იყო სარეზერვო ელექტროსისტემებთან.