მენტალური რევოლუციის უდიდესი ნაწილია მერიტოკრატიაზე გადასვლაა, ჩვენ მერიტოკრატიის დამკვიდრებას ვცდილობთ. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ და გვყავს ახალგაზრდა მინისტრები, ახალგაზრდა ჟურნალისტები, ყველა ახალგაზრდა და მთავარი ის არის, რომ მერიტოკრატიის დამკვიდრებას ვცდილობთ. მენტალური რევოლუციის უდიდესი ნაწილია მერიტოკრატიაზე გადასვლა. ეს ძნელია, მაგრამ როდესაც ამას მივაღწევთ ეს ნამდვილად დაფასდება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება დანიელ იოჰანესის ამ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, უჩვენებს, თუ რამდენად აფასებს ის არა მარტო ამერიკის მომავალს ან ამერიკის მიერ უცხო ქვეყნების დახმარებას, არამედ მერიტოკრატიისა და ამერიკული ოცნების იდეებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ახლახანს გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.