"მე ვეპატიჯები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე, რაც უნდათ ის გააკეთონ. შეხვდნენ! პირიქით, ძალიან კარგი იქნება". - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის მზადაა ნებისმიერ მომენტში შევხვდეს გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება მასთან ერთად პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა.