ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანის საზღვარზე თითქმის ყოველდღიური შეტაკებების გამო დიპლომატიური მოგვარების შანსები იკლებს.
გალანტმა ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილესთან და სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში უფროს მრჩეველთან ამოს ჰოუკსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მცირდება, რადგან „ჰეზბოლა“ აგრძელებს კავშირებს „ჰამასთან“ და უარს ამბობს კონფლიქტის დასრულებაზე“, - თქვა მინისტრმა, რადიკალურ ლიბანურ შიიტურ მოძრაობას და პალესტინელ რადიკალ ისლამისტებზე საიბრისას.
ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ათიათასობით ისრაელელი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, თქვა გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა არის დიდი სამხედრო ოპერაცია.