„მე დავიწყე ოცნებასთან და ორჯერ ვიყავი მათი დამოუკიდებელი კანდიდატი, ერთხელ დეპუტატი. მე დავიჯერე, რომ ესენი, რაც მე მინდოდა, იმას აშენებდნენ და მივდიოდით ამ ევროპულ გზაზე, ვაჩქარებდით, კონსტიტუციაში ჩაწერეს რაღაცები, მერე გამოაცხადეს კანდიდატურა და უცებ აღმოვჩნდი „აპსაიდში“. ეს არამხოლოდ იმედგაცრუება, ეს არის შინაგანი ბრაზი ჩემს მიმართ, რომ ესე იგი რაღაცა ვერ დავინახე, რაღაცა ვერ გავიგე, რაღაცაში მომატყუეს თუ ხალხი და ქვეყანა მოატყუეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის გადაცემა "მხოლოდ ლელასთან" ინტერვიუში ყველაზე დიდ პოლიტიკურ იმედგაცრუებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.