ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, მისცემენ თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების უფლებას, ცალკეულ მოკავშირეებზე იქნება დამოკიდებული.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში ყოველთვის არის რისკები, მაგრამ ევროპის ყველაზე დიდი რისკი უკრაინაში რუსეთის გამარჯვებაა.
ალიანსის გენერალური მდივანი, რომელიც მალე დატოვებს ამ თანამდებობას, მიესალმა ბოლო დღეებში საჯარო განხილვებს უკრაინისთვის შესაძლო ნებართვის მიცემის შესახებ, დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით.
„ეს გადაწყვეტილებები ცალკეულმა მოკავშირეებმა უნდა მიიღონ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, - თქვა მან.
უკრაინაში ომის ესკალაციის რისკის შესახებ ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთების კომენტირებისას სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ საუბარია „ევროპაში მოსკოვის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე“.
„ომში არ არსებობს ვარიანტი რისკის გარეშე, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.