რუსეთის ძალებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაშავებულია 33 ადამიანი.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ქნემიშლიანის რაიონში.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, მტერმა სავხპვრებელი კორპუსი დანომბა, ფგჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები. მისი ცნობით, მტერი სახლის მე-10 სართულს შეეჯახა, ცეცხლმა ოთხი სართული მოიცვა - მე-9-დან მე-12-მდე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ავიაბომბის დარტყმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, მე-9 და მე-12 სართულებს შორის გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ცნობილია 30-მდე დაჭრილის შესახებ, მათ შორის არიან ბავშვები.
„მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან, ათობით მართვადი საჰაერო ბომბებისგან დაცვაში, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს.
მაგრამ ტერორის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძლიერი გადაწყვეტილებების შიში, რომელიც ობიექტურად არის საჭირო
მხოლოდ მონდომებას შეუძლია ამ ომის სამართლიანად დასრულება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ეფექტურად იცავს ტერორისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.