"12 წელი ვმუშაობდი ამისთვის და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი," - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში "სფეროში" შონ ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
"12 წელი ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეს გამეკეთებინა. პატივს ვცემ დანა უაითს და მიყვარს. მინდა ველაპარაკო, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მას ახლოს არ ვიცნობ. მე ნორმალური ბიჭი ვარ, პატივს ვცემ მას იმის გამო, რომ ასეთი ლიგა გვაქვს. ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი და გვაქვს შესაძლებლობა UFC-ში ბრძოლის. დანას პატივს ვცემ, რადგანაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მან აღმომაჩინა, ბრძოლა მომცა, UFC-ში მომიყვანა, ახლა შემომხედეთ, მე ჩემპიონი ვარ! ჩემს ოცნებაში ვცხოვრობ. ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გავხდი ჩემს ქვეყანაში და მსოფლიოში. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მე ისევ მუშა ვარ, ო'მალი შემომხედე, მე პირველი ვარ, ის ფიქრობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო, მაგრამ აქ არავინაა ვინმეზე უკეთესი, ყველა ჩვეულებრივები ვართ. პატივი უნდა სცე ყველას."