მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა მებრძოლმა შონ ო'მალი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო. შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 4 მარცხია.
დღეიდან საქართველოს UFC-ში ორი ჩემპიონი ჰყავს - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.